დასახელება:
სტაციონარული სერვისის ელექტრონიკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
EGT Georgia
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
შპს "ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარული სერვისის ელექტრონიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
დეპარტამენტი: ტექნიკური დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიერ წარმოებული ელექტრონული მოწყობილობებისა და მათი კომპონენტების დიაგნოსტიკა და შეკეთება დეტალების დონეზე (მიკროსქემები, კონდენსატორები და სხვა ელემენტები);
** პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება და ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა;
** ელექტრონული სქემების და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაანალიზება;
** შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარისხის კონტროლი და დოკუმენტირება;
** სამუშაო პროცესის ფოტო და წერილობითი ანგარიშგების მომზადება;
** კომპანიის ტექნიკური უსაფრთხოების და შრომის ნორმების დაცვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტრონიკის, ავტომატიზაციის ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ელექტრონული მოწყობილობების შეკეთებაში;
** მულტიმეტრთან, ოსცილოგრაფთან და სარჩილავ მოწყობილობასთან მუშაობის უნარი;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრონული სქემების წაკითხვის და ანალიზის უნარი;
** ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობისა და პრობლემების სწრაფად ანალიზის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: career-georgia@egt.com
|
|
|
|