დასახელება:
დირექტორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
Creative Bird
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
მარკეტინგული სააგენტო "Creative Bird" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
** კომპანიაში დოკუმენტბრუნვის წარმოება, მათ შორის დოკუმენტების დამუშავება და სისტემატიზაცია.
** ანგარიშ-ფაქტურების გაცემა და მათი დროული გადახდის მონიტორინგი.
** კლიენტებისთვის ვალდებულებებისა და ანგარიშსწორების შეხსენება.
** საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა და საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია.
** მენეჯმენტის სხვადასხვა დავალების ოპერატიულად შესრულება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** დოკუმენტებთან და საგადასახადო ანგარიშგებასთან მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობა, დეტალებისადმი ყურადღება და არასტანდარტულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაციის უნარი.
** კომპანიის გამოწვევებსა და ბიზნეს პროცესების განვითარებაში ჩართულობა.
ენები:
** რუსული - სასაუბრო
** ქართული - მშობლიური
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** ნახევარ განაკვეთი მოქნილი გრაფიკით.
** ხელფასის განხილვა ხდება შერჩეულ კანდიდატებთან
თუ ხართ ორგანიზებული, გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და შეგიძლიათ ოპერაციული პროცესების სტაბილური წარმართვა, მაშინ ველოდებით თქვენს რეზიუმეს!
კონტაქტი: pa@creativebird.agency
|
|
|
|