Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "VG" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში

განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე
** უძრავი/მოძრავი ქონებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ქონა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა
** კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
** შეკვეთის გაფორმება
** კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება.

პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მიზანდასახულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (პრისელერი თბილისი)

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე