დასახელება:
საოპერაციო დირექტორი
|
მომწოდებელი:
ახალი ხედვა
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საოპერაციო სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება/ოპტიმიზაცია;
** სტრატეგიული მიზნების შესაბამისად მიზნობრივი მაჩვენებლების დადგენა, მიღწევის უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** სასაწყობო და ლოგისტიკის პროცესის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** კომპანიის ყოველდღიური საქმეების მართვა და მუდმივი მონიტორინგი, მაქსიმალური ხარისხობრივი და ფინანსური ეფექტის მისაღწევად;
** მომსახურებისა და წარმოების ხარისხის სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი.
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი პროექტების/პროდუქტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
** საოპერაციო მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** საოპერაციო დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენა;
** დაქვემდებარებული სამსახურების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომელთა მოტივირებისთვის, საოპერაციო დეპარტამენტის მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირება და პრაქტიკაში დანერგვა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;
** პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ფინანსების, საოპერაციო საკითხების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge. აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|