დასახელება:
უფროსი ინჟინერი
|
მომწოდებელი:
UGT
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შენობის მართვის სისტემების (BMS), ოთახის მართვის სისტემების (RMS), სახანძრო უსაფრთხოების და გახმოვანების სისტემების მხარდაჭერა და მართვის უზრუნველყოფა;
** BMS, RMS, სახანძრო უსაფრთხოების და გახმოვანების სისტემების დაცვის, მონიტორინგის და მართვის წესების შემუშავება;
** BMS, RMS, სახანძრო უსაფრთხოების და გახმოვანების სისტემების წვდომის მართვის პოლისის შემუშავება და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** BMS, RMS, სახანძრო უსაფრთხოების და გახმოვანების სისტემების დოკუმენტირება და ნახაზების წარმოება. ცვლილებების შესაბამისად, განახლების პროცესის მართვა;
** BMS, RMS, სახანძრო უსაფრთხოების და გახმოვანების სისტემების პერიოდული მიმოხილვა, არსებული მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიწოდება;
** დაქვემდებარებაში მყოფი მხარდაჭერის ჯგუფის მართვა, მათზე ინციდენტების/ სერვისული/ ინფორმაციული მოთხოვნების გადანაწილების კონტროლი და შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური რესურსების გადანაწილება და მათი განვითარების პროცესის მართვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** აუცილებელია სახანძრო უსაფრთხოების და გახმოვანების სისტემების კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
** სასურველია შენობის მართვის სისტემების (BMS), ოთახის მართვის სისტემების (RMS) კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა.
განათლება: უმაღლესი განათლება
ენები:
** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 აპრილის ჩათვლით.
განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1042/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|