Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"ნატურალი" - ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე: 09:00-18:00 სთ.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი
** ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა.
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111 (მეტრო ნაძალადევთან)

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** მომწოდებლებთან პროდუქციის შეკვეთა/მოწოდების კონტროლი.
** სასაქონლო მარაგების ოპტიმალური რაოდენობის კონტროლი დაგეგმილი აქციებისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
** გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი.
** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა.
** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება/სწავლება.
** მომხმარებელთან სისტემატიური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.
** სალარო აპარატების/სამაცივრე დანადგარების ტექნიკური გამართულობის კონტროლი.
** პროდუქციის შენახვის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა (ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება/ვადები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება (აუცილებელია მინ 3 წლიანი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პროგრამა აპექსი)
** ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული.
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის და მარტივად მოგვარების უნარი.
** საქმის დაგეგმვისა და დროის გადანაწილების უნარი.
** გუნდურობა და გუნდის მართვის უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** თავაზიანობა.
** დისციპლინირებულობა.

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@natural.com.ge

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2025 წლის 11 აპრილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე