დასახელება:
დოკუმენტბრუნვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 21 მარტი
|
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს დოკუმენტბრუნვის მენეჯერის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.
ფუნქცია - მოვალეობები:
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დოკუმენტაციის დროული შემუშავება, ორგანიზება, ინფორმირება - დანერგვა, რეგისტრაცია. (დოკუმენტბრუნვა);
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დოკუმენტაციის პერიოდული გადამოწმება, ცვლილებათა შეტანა, ძველი ვერსიების გამოთხოვნა და არქივირება, ახალი ვერსიების აქტივირება;
** შეუსაბამობის გამოვლენა და მასზე მაკორექტირებელი მოქმედებების შესრულების ორგანიზება;
** სწავლების წლიური განრიგის შედგენასა და შესრულების კოორდინაციაში მონაწილეობა;
** გარე აუდიტებში მონაწილეობა;
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება ფარმაცევტული, სამედიცინო ან იურიდიული მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის ცოდნა და შესაბამისი ტრეინინგები აღნიშნული მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21.03.2025.
|
|
|
|