დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Grand Gloria
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "Grand Gloria"-ს -რომელიც გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარე ბულვარის პირველ ზოლში. "Grand Gloria" მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. გარდა ამისა შპს. "გლორია" მართავს სასტუმრო "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას")
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი/სასტუმრო Grand Gloria.
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე)
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებითა უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და ნომრებში განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** სტუმართა რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და დადგენილი ფორმების შევსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** FIDELIO-ში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 11 აპრილი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@grandgloria.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.
|
|
|
|