დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
თბილსერვის ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
შპს "თბილსერვის ჯგუფი"აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე: მეეზოვე, მძღოლი, მძღოლის დამხმარე მუშა, სპეც. მორიგე ბრიგადის დამგველი
1. მეეზოვე
სამუშაო გრაფიკი: დილის საათებში, 06:30-დან 09:00 საათის ჩათვლით; 07:30-11:30 საათის ჩათვლით; შესვენების საათების გარეშე ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით. დასვენების დღე - კვირა.
მეეზოვის სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებულია ქალაქის როგორც ცენტრალური ქუჩების და გზების, ასევე შიდა კვარტლების დაგვა-დასუფთავება დილის საათებში;
2. სპეც. მორიგე ბრიგადის დამგველი
მოვალეობები: ქალაქის ქუჩების, სკვერების, ტროტუარების დაგვა-დასუფთავება;
სამუშაო გრაფიკი: 2 ცვლა: დილის ცვლა 07:00-დან 15:00 სთ; მე-2 ცვლა - 15:00-22:00 სთ;
3. მძღოლი
მცოცავი გრაფიკი: ცვლების მიხედვით;
მოვალეობები: მძიმე ტექნიკის მართვა - ქალაქში არსებული ურნების საყოფაცხოვრებო ნარჩენების მანქანის მართვა (შესაბამისი კატეგორიით).
4. მძღოლის დამხმარე მუშა
სამუშაო გრაფიკი: ცვლის მიხედვით (ცვლის საათები დადგენილია ნარჩენის გამოტანის ინტენსივობის მიხედვით დღის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში და ღამის საათებში). დასვენების დრო - დღის განმავლობაში ერთ საათიანი დასვენება - კვირაში ერთი დღე. დასვენების დრო - ცვლაში ერთი საათი შესვენება, კვირაში ერთი დღე დასვენება.
მოვალეობები: ქალაქის ქუჩებში განლაგებულ ნაგავშემკრებ ურნებში მოთავსებული ნარჩენის ჩაცლა შესაბამის სპეც. ტექნიკაში და გარშემო მობნეული ნარჩენის მოგვა-კონტეინერში განთავსება.
სამუშაო ადგილმდებარეობა (მისამართი): აღნიშნულ პოზიციებზე შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება დასაქმებულის სურვილის მიხედვით - დასუფთავების დეპარტამენტი შედგება 10 რაიონული სამსახურისგან და სურვილის შესაბამისად შესაძლებელია დასაქმდნენ;
მისამართი: აკ. ბელიაშვილის 119/121 და კახეთის გზატკეცილი N67;
მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო. არასრული, უმაღლესი;
** მანქანის მართვა (შესაბამისი კატეგორიით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ana.karapetiani@yahoo.com - ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახური ანა კარაპეტიანი.
|
|
|
|