Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორაციული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

"ლაზიერის" შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/ymcp6kj9

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობა:

** ფინანსური რეპორტინგი: თვის, კვარტლის და წლის ჭრილში;
** ფინანსური ბიუჯეტის მომზადება და მისი შესრულების კონტროლი;
** პროექტების მომგებიანობის ანალიზი;
** სხვადასხვა ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
** წარმოების თანამშრომლების სახელფასო სისტემის მართვა, კონტროლი და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მინ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამის (MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე