Робота для біженців з України
დამწყები გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფორსაით ინვესტმენტ გრუპ
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"ფორსაით ინვესტმენტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერა: ჩვენი კომპანია ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს, რომლებიც შეუერთდებიან გაყიდვების გუნდს და იმუშავებენ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციაზე. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველადი კონტაქტის დამყარება და ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია მათ შორის ცივი ზარები;
** კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურებების გაცნობა და შეთავაზება;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება;
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარები;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველება;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გაყიდვებში ან სატელეფონო კომუნიკაციაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა შესრულებაზე;
** პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** მეგობრული და წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: eka@foresight.ge

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე