Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - დიდი დიღომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოფის 1
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"ოფის 1" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

ხელფასი: საშუალოდ 1800+ ლარი (ფიქსირებული 1450-1500 ლარს + პრემიული დანამატები);
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, საბურთალო;
სფერო: საოფისე ავეჯის და საკანცელარიო ნივთების რეალიზაცია.

ვალდებულებები:

** კორპორატიული და საცალო გაყიდვების წარმოება და მართვა

აუცილებელი მოთხოვნა: 
  
** გამოცდილება გაყიდვების წარმოებასა და მართვაში (გამოცდილება 2 წელი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა, ტესტირება ექსელში; 
** სალარო ოპერაციების ცოდნა (ტესტირება);
** გაყიდვების პროგრამების ცოდნა (ტესტირება);
** უმაღლესი განათლება.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირამდე არაანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

დეტალური პირობები განისაზღვრება კომპეტენციის, შედეგების და უნარების შესაბამისად.

გამოცდილების და შედეგის მიხედვით განსაზღვრულია ხელფასის ზრდა.
ანაზღაურებადი სტაჟირების დამთავრებისთანავე ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად.

სამუშაო გრაფიკი სრული, კვირაში 2 დასვენების დღე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@pm.ge სურათთან ერთად.

გთხოვთ გამოგზავნისას მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ვაკანსიებთან დაკავშირებით კითხვები გთხოვთ მოგვწეროთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომრებზე: 599 06 84 68; vacancy@pm.ge.

(შემოსულ ზარებზე პასუხი არ გაიცემა, კომუნიკაცია მხოლოდ მიმოწერით).

CV-ის ფოსტაზე vacancy@pm.ge გამოგზავნის გარეშე კანდიდატი არ განიხილება.

მისამართი: დიდი დიღომი, როსტევან მეფის 4, II სართული. სავაჭრო ცენტრი პანორამა.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე