Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" თბილისში ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას იწყებს, რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს.

პირველი სრულფასოვანი კურორტი ქალაქში "თბილისის ბულვარი" ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

Web: https://tbilisiboulevard.com/
Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard

ვაკანსია: სამშენებლო პროექტების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისის, ბეშენოვას 20

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის დაგეგმვა - პროექტის ბიუჯეტის და სამშენებლო ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში მონაწილეობა
** სხვადასხვა კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ვადების და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი
** სხვადასხვა საკითხების შეთანხმება დაკავშირებული პროფესიის (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია
** პროექტის ფინანსური კონტროლი, რეგულარული ჩართულობა პროექტის ბიუჯეტირებაში
** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ხარისხის გადამოწმება
** მშენებლობის გრაფიკის კონტროლი
** სამშენებლო სამუშაოების ფორმა 2-ების ანალიზი და დადასტურება
** ფარული სამუშაოების აქტების მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით
** სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (მრავალსართულიანი ** სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** Word; Exel; Outlook პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. Autocad-ის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებული და პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@ginoaquapark.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე