Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=619464&print=yes&view=jobs
 
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის მარკეტინგის გუნდს Brand Manager-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

შენი როლი თინეთში:

Email სტრატეგიის შემუშავება და შესრულება:

** Email marketing-ის გეგმის შექმნა და ოპტიმიზაცია.
** მომხმარებლის სეგმენტაციისა და პერსონალიზაციის სტრატეგიის დანერგვა.
** Automated email flows-ის (Welcome, Abandoned Cart, Re-Engagement) შექმნა და მართვა.

Email კამპანიების მართვა:

** რეგულარული და ტრიგერული email კამპანიების დაგეგმვა.
** A/B ტესტირების განხორციელება (subject lines, CTA, content).
** Spam Score-ის მონიტორინგი და email deliverability-ის ოპტიმიზაცია.

ანალიტიკა და ოპტიმიზაცია:

** ძირითადი მეტრიკების ანალიზი (Open Rate, CTR, Conversion Rate, Bounce Rate).
** რეპორტინგი და შესრულების გაუმჯობესების რეკომენდაციები.
** მომხმარებელთა ქცევის მიხედვით Email Performance-ის ოპტიმიზაცია.

CRM და Email Marketing Tools-თან მუშაობა:

** Omnisend / Klaviyo / Mailchimp / HubSpot-ის გამოყენება.
** მონაცემების მართვა და subscriber list-ის რეგულარული განახლება.

ბრენდის სტილისა და ტონის დაცვა:

** Email-ების კონტენტის შექმნა ბრენდის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
** ვიზუალური ელემენტების კოორდინაცია დიზაინერებთან.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგული კომუნიკაციების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება იმეილ მარკეტინგის მიმართულებით
** A/B ტესტირებისა და მომხმარებელთა სეგმენტაციის გამოცდილება
** Email Copywriting-ის ცოდნა (subject lines, email body, CTA)
** ანალიტიკური უნარები (Google Analytics, email metrics-ის ანალიზი)

თინეთში დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge. შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია