Робота для біженців з України
მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 21 მარტი
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და რეპორტინგის დეპარტამენტში, მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში (დღის ცვლა).

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:

** კომპანიის ავტომობილების გადაადგილების პროცესის ვიდეო და GPS მონიტორინგი;
** სწრაფი გადახდის აპარატის განულების პროცესის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** მონიტორინგის პროცესში საეჭვო და საყურადღებო მოვლენების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი, რისკების შეფასების უნარი.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, დასვენება - ყოველ მესამე დღეს და კვირა დღეს
სამუშაო საათები: არაუმეტეს კვირაში 40 საათისა
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა #106
ხელფასი: ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1, 150 ლარი
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2025 წლის 21 მარტამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი (დღის ცვლა)".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე