დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
გორგია
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში;
მე, გიორგი გოგობერიძე, ვაცხადებ ვაკანსიას კორპორატიულ დეპარტამენტში, კორპორატიული გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ შეგასწავლით გაყიდვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, კერძოდ:
** 1c პროგრამაში პროგრამული ოპერაციების განხორციელებას
** დოკუმენტების პროგრამულ გატარებას
** პერიოდული რეპორტინგის წარმოებას
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთისა და რეალიზაციის გამოწერა პროგრამულად;
** პროგრამაში ხელმისაწვდომი ნაშთის ნახვა/მოძიება რეგიონული მასშტაბით/გორგიას კუთვნილი საწყობების მიხედვით;
** ახალი კონტრაგენტის დარეგისტრირება პროგრამაში, შესაბამისი ხელშეკრულებების კოორდინირება სავაჭრო ობიექტისა და კორპორატიული მენეჯერების მიხედვით;
** რეალიზაციებში პროგრამულად ფასის კორექტირება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
** დაბრუნების პროგრამულად გაწერა, ზედნადების ატვირთვა და აქტის შედგენა, დოკუმენტების ადმინისტრირება;
** ძირითადი საშუალებების გადაადგილების, ჩამოწერის დოკუმენტის მომზადება და მიწოდება როგორც უშუალო ხელმძღვანელისთვის, ასევე ბუღალტერიისთვის;
** წუნდებული საქონლის აქტის შედგენა;
** ვადაგადაცილებების და დავალიანებების უწყისის ამოღება პროგრამიდან, შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება;
** შეთავაზებების გაგზავნა მომხმარებლებისთვის რელევანტური და განახლებული ინფორმაციებით;
** ურთიერთანგარიშსწორების უწყისის ფორმირება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge)
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|