Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნეო გლასი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
შპს "ნეო გლასი" - მინის საწარმო, აცხადებს 2 ვაკანტურ ადგილს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-დან 18:00-მდე
მისამართი: ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 147
ხელფასი: 1500 ლარიდან - 2500 ლარამდე

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება,
** მათი მოთხოვნების შესწავლა და პროდუქტების შეთავაზება
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათთვის სერვისის შეთავაზება;
** მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირის სწორი და დროული ინფორმირება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველების უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@neoglass.ge, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 42 00 00
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე