დასახელება:
უმცროსი ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ინტრეიდი
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge
სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ინტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე იმპორტის მიმართულებით:
სამუშაო ლოკაცია: ფეიქრების ქუჩა #64;
ანაზღაურება: 2000 (Net)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბრენდის მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლებისა და განვითარების პროცესში ჩართულობა;
** სავაჭრო წერტილებთან მოლაპარაკების წარმოება და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმა/შეთანხმება;
** დისტრიბუციის არხების მიხედვით გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი, ბრენდის რეალიზაციის მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების გადაგეგმვა;
** პროდუქციის ბრუნვის მონიტორინგი, საქონლის დანაკარგის/ჭარბი პროდუქციის წარმოქმნის მიზეზების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია Non-food მიმართულებით)
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ინტრეიდის ს/კ 200115883 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ინტრეიდის ს/კ 200115883 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ინტრეიდი ს/კ 200115883 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
|
|
|
|