Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი / ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი / ბუღალტერი
მომწოდებელი: ჰუალინგ დიჯითალ თრეიდ კო
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"Hualing Digital Trade Co" ეძებს გუნდის ახალ წევრს ფინანსური მენეჯერის/ბუღალტრის როლისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური მართვის ორგანიზება და საბრუნავი კაპიტალის კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება (შემოსავლის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, ბალანსი);
** ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა დადგენილ ვადებში;
** ინოვაციების შეთავაზება ფინანსურ პროცესებში პასუხისმგებლობის ფარგლებში (ტექნიკური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და ა.შ.);
** მომავალი ფინანსური პროგნოზების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა მიმდინარე ფინანსური პირობების სათანადო შეფასების საფუძველზე;
** ინვენტარიზაციისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის მონიტორინგი;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ბიუჯეტების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;
** დებიტორული და საგადასახადო ანგარიშების კონტროლი;
** კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა;
** ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო რეგულაციებთან;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და სწრაფი რეაგირება;
** კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის მუშაობის მართვა და ზედამხედველობა;
** ფინანსური დოკუმენტების განხილვა და კონტროლი;
** საგადასახადო და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
** ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა დადგენილ ვადებში;
** ინვენტარიდან მიღებული ინფორმაციის დაპროგრამებული წესით აღრიცხვა და დამუშავება;
** ფინანსური აღრიცხვის (გაყიდვები, ხარჯები, ნაღდი ფული, საბანკო და სხვა დაკავშირებული ოპერაციები) შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან და ბუღალტრული აღრიცხვის - საერთაშორისო სტანდარტებთან;
** მიმდინარე ბუღალტრული ტრანზაქციების ზედამხედველობა და პროცესების ოპტიმიზაცია;
** ფულადი სახსრების ნაშთების მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციის სწორად მომზადება, გადასახადების დროულად გადახდა და დეკლარაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოებში;
** ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა საქართველოს საპენსიო ფონდში;
** სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის წარდგენა;
** თანამშრომელთა ხელფასის, პრემიების, პენსიებისა და სადაზღვევო პრემიების გამოთვლა, გადასახადების გადახდა და გადარიცხვების განხორციელება;
** საბანკო გადარიცხვების მომზადება;
** მონაწილეობის მიღება კომპანიის საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების სწორად გადაწყვეტაში;
** ბალანსის ყველა მუხლის სიზუსტის მონიტორინგი;
** შეაფასოს საგადასახადო ზეგავლენა იმ კონტრაქტებზე, რომელთა დადებასაც კომპანია აპირებს და შესაბამისი მითითებები;
** უზრუნველყოს, რომ კომპანიის საგადასახადო რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის კანონიერი უფლებების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (ფინანსები/ბუღალტერია);
** მინიმუმ 5-წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Excel, MS Word, MS PowerPoint, MS Outlook;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებისა და კანონების გააზრება;
** "Balance" ან 1C საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ ACCA-ს პროფესიული კვალიფიკაციის მქონე აპლიკანტებს;
** ინგლისური ენის (წერითი/სალაპარაკო) თავისუფლად ფლობა.

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარები;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ზეწოლის ქვეშ სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი 09:30-18:30;
მდებარეობა: ჯ. ლეჟავას 22 (სავაჭრო ცენტრი "Hua Ling Tbilisi Sea Plaza")
ელექტრონული ფოსტის მისამართი: hr@hpq.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2025.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hpq.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@hpq.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე