დასახელება:
უფროსი პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ უფროს პროექტების მენეჯერს.
შპს "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 1სთ. შესვენება)
ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** კომპანიაში არსებული ყველა პროექტის ინფორმაციის შეგროვება, გეგმის შედგენა და პროცესის მართვა/ზედამხედველობა;
** პროექტების ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** პროექტის ვადების კონტროლი და უზუსტობის შემთხვევაში მითითებების გაცემა, პროცესების დაჩქარების მიზნით;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური/ფინანსური ანალიზი და რისკების შეფასება;
** პროექტის რისკების შეფასება და პრევენცია;
** პროექტის შესრულებისათვის საჭირო წარმოდგენილი ვადების ანალიზი, კორექტირება და დადასტურება;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება;
** არსებული პროექტის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების ანალიზი და სათანადო რეაგირება;
** პროექტის ფარგლებში ჩართული პირების კოორდინაცია;
** პროექტის სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფა და მართვა;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება;
** შიდა პროცესების კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება; რომლებიც დაკავშირებულია სატრანზაქციო საბანკო მოწყობილობების გაშვებასთან და მომსახურებასთან;
** პროექტის დოკუმენტაციის ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება და ფიქსაცია;
** ვენდორებისა და კლიენტების ტექ. მხარდაჭერის სამსახურთან თანამშრომლობა, კლიენტის მხარეს პროდუქტის დანერგვა, ანგარიშების მოხსენება;
** მონაწილეობის მიღება სამუშაოებსა თუ პროექტებში, რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან და შეასრულოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებები, კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სერტიფიკატი პროექტ მენეჯერის;
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** Java ან .NET კლიენტ-სერვერის აპლიკაციის შემუშავების ცოდნა;
** პროექტების მართვაში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 /C1;
უნარ-ჩვევები:
** დაგეგმარებისა და დელეგირების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** დროის სწორად განაწილების უნარი.
სასურველია იცოდეთ:
** Jira-სთან ან მსგავს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ზოგადი წარმოდგენა UI/UX-ს შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fit Pass ბარათს;
** ანაზღაურება: 6500-7000 ლარი (NET)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "უფროსი პროექტების მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|