Робота для біженців з України
სერვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუპრინტი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სარეკლამო კომპანია შპს "ნიუპრინტი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
მისამართი: აფრიკა, აბელ ენუქიძის N5

ფუნქცია - მოვალეობები:

** მენეჯერისგან შეკვეთის მიღება, დამუშავება, შეკვეთისთვის საჭირო მასალის საწყობის მენეჯერთან და შესყიდვების მენეჯერთან გავლა, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვაზე მოთხოვნის გაკეთება.
** დამკვეთისგან შეკვეთის მიღება, დეტალურად გავლა, მასალის/დიზაინის დაზუსტება.საჭიროების შემთხვევაში დიზაინერთან და ტექნიკურ ჯგუფთან დამკვეთის დაკავშირება და პროცესის კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში აზომვის მომსახურების მოთხოვნა და სპეციალისტის გაშვება, ადგილზე ტექნიკური ჯგუფის მისვლის მოთხოვნა დეტალების დასაზუსტებლად და პროცესის კონტროლი.
** შემსრულებლის დაქირავების შემთხვევაში, მომსახურების ღირებულების წინასწარ შეთანხმება, დაქირავებულ თანამშრომელზე ოფის მენეჯერთან (მეილის საშუალებით) ინფორმაციის დროული მიწოდება.
** შეკვეთის ყველა ეტაპის კონტროლი მის სრულ ჩაბარებამდე, ხარისხის, ვიზუალის, რაოდენობის დადასტურება წარმოების მენეჯერისთვის შეკვეთის დამკვეთთან გაგზავნა/შეფუთვის წინ.
** პროექტებში სრული ჩართულობა და მკაცრი კონტროლი. ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დამატებითი ბენეფიტები:

** კვებაზე 50%-იანი თანადაფინანსება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** განვითარების შესაძლებლობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სერვის მენეჯერი"

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ნიუპრინტ -მა "შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე