Робота для біженців з України
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია "სოციალური რეფორმებისათვის" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ფოთში ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადრეული განვითარების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:

** სპეციალისტი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი და ა.შ.);
** უზრუნველყოფს ბავშვის და ოჯახის შეფასებას და განვითარების გეგმის შემუშავებას;
** ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას მშობლის უნარების გაძლიერებით, საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებით;
** ხელს უწყობს ბავშვის და მისი ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციას;
** მონაწილეობას იღებს ადრეული ინტერვენციის ინტერდისციპლინარული გუნდის შეხვედრებში;
** აწესრიგებს სავალდებულო დოკუმენტაციას ბავშვის და ოჯახის შესახებ მომსახურების მიწოდების ფარგლებში;

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირება;

პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ შემდეგი დისციპლინის პროფესიონალებს:

** პედაგოგი
** ფსიქოლოგი;
** ოკუპაციური თერაპევტი;
** პედაგოგი
** ენისა და მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი);
** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი;
** სპეციალური მასწავლებელი.
** ექიმი
** ექთანი
** სოციალური მუშაკი.
** ან სხვა მომიჯნავე;

შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: cofosore@gmail.com

** ავტობიოგრაფია/CV;
** სამოტივაციო წერილი;

კოალიცია "სოციალური რეფორმებისათვის" უზრუნველყოფს სატრენინგო პროგრამაში ჩართვას და დაფინანსებას, რათა მოიპოვოს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის კვალიფიკაცია.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

შეტყობინება გაეგზავნებათ მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საკონტაქტო პირი: თამარ ფოფხაძე
ტელ: 593147805
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე