Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=619409&print=yes&view=jobs
 
სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: PayBox
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

სს "PayBox" აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია, სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდა, პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის პროცესის მხარდაჭერა.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების მიმდინარე ოპერაციებში ჩართულობა;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
** აგენტების საბრუნავი თანხების ბალანსზე ასახვის პროცესში;
** კომპანიის სტრუქტურულ/რეგიონალურ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** დოკუმენტებთან მუშაობა/მართვა/შედგენა;
** უშუალო უფროსის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@paybox.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და

აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია