Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=619369&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Ornado Medicine
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
ფარმაცევტული კომპანია "ორნადო მედიცინა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები 9:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება;
** საოფისე მარაგების მართვა; საოფისე, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა;
** ოფისში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია აზერბაიჯანული და რუსული ენების ცოდნა;
** განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პუნქტუალურობა
** ანალიტიკური აზროვნება;
** ანაზღაურება შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: orm.pharma@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია