Робота для біженців з України
აკადემიური კონკურსი განათლების ადმინისტრირების მიმართულება - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური კონკურსი განათლების ადმინისტრირების მიმართულება
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 17 მარტი
თანდართული ფაილი: 619354_Attachment_1114667.rar
"ბაუ" - "ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს აკადემიურ კონკურსს განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ" ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ასევე შესაძლებელია ონლაინ ან ჰიბრიდულ ფორმატში თანამშრომლობაც. საკონკურსო პოზიციები:

პროფესორი 1 (აფილირებული) ასოცირებული პროფესორი 2 (აფილირებული) ასისტენტ პროფესორი 4 (აფილირებული ან არააფილირებული) აკადემიური ან პროფესიული ნიშნით ასისტენტი 4 (აფილირებული ან არააფილირებული)

სამუშაო განაკვეთი - აკადემიური პერსონალის კატეგორიის შესაბამისად აკადემიური პერსონალის დატვირთვის კატეგორიებია:

ა) A კატეგორია - სრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს სააუდიტორიო (საკონტაქტო სასწავლო), არასაკონტაქტო (კვლევითი) და საოფისე (საკონტაქტო ადმინისტრაციული) სამუშაოს შესრულებას აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
ბ) B კატეგორია - არასრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს ძირითადად საკონტაქტო - სასწავლო აკადემიური საათებს და მცირე ოდენობით არასაკონტაქტო - კვლევითი მუშაობის, საგამოცდო საკითხების მომზადების, გამოცდების ზედამხედველობის, წინარე და გამოცდისშემდგომი კონსულტირების შესრულების სამუშაოს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
გ) C კატეგორია - არასრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს საკონტაქტო - სასწავლო საათების, საგამოცდო საკითხების მომზადების, გამოცდების ზედამხედველობის, წინარე და გამოცდისშემდგომი კონსულტირებას არააფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
A და B კატეგორიის არჩევა შეუძლია უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.
C კატეგორიის არჩევა შეუძლია უნივერსიტეტის არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს. კატეგორიების სამუშაო დატვირთვა და მისი ანაზღაურება დეტალურად მიმოხილულია აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესში (დანართი 1).

კონკურსის ეტაპები:

საბუთების მიღება - 07.03.2025 - 17.03.2025 გასაუბრება - 19.03.2025 - 20.03.2025 იმიტირებული ლექცია - 21.03.2025
Გამარჯვებული კანდიდატების დანიშვნა და ხელშეკრულების გაფორმება - 25.03.2025

აკადემიური პოზიციის კრიტერიუმები:

პროფესორი

1. აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
2. არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით
3. გააჩნია საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
4. მისი სამეცნიერო საქმიანობა დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალ (ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით, მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და მისი სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექცი (h ინდექსი) შეადგენს არანაკლებ 3-ს (Google Scholar საძიებო სისტემის მონაცემებით)
5. გააჩნია სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტების განხორციელების გამოცდილება
6. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით
7. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად

ასოცირებული პროფესორი

1. აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
2. არანაკლებ 3 (სამი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით
3. გააჩნია საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/კომპონენტის ან/და საუნივერსიტეტო კვლევის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
4. გააჩნია სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტების განხორციელების გამოცდილება
5. მისი სამეცნიერო საქმიანობა დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იმფაქტ ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალ (ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით, მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და მისი სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექცი (h ინდექსი) შეადგენს არანაკლებ 2-ს (Google Scholar საძიებო სისტემის მონაცემებით)
6. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულები
7. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).

ასისტენტ-პროფესორი აკადემიური ნიშნით

1. აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
2. გააჩნია სასწავლო კურს (ებ)ის შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება ან/და სასწავლო კურსის განვითარების ხედვა;
3. გააჩნია შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალ (ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე
4. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით
5. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).

ასისტენტ-პროფესორი პროფესიული ნიშნით

1. გააჩნია შესაბამისი უმაღლესი განათლება საკონკურსო მიმართულებით;
2. გააჩნია შესაბამისი მიმართულების განვითარების არსებული გამოწვევების საექსპერტო ცოდნა, რაც შეიძლება დასტურდებოდეს დარგის შესაბამის მენეჯერულ პოზიციებზე ან/და სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანიზაციასა ან/და პროფესიულ ასოციაციაში ან დარგის ექსპერტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით.
3. გააჩნია რელევანტური სამეცნიერო გამოცდილება, რაც დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალში
გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით ან/და მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე;
4. გააჩნია რელევანტური პედაგოგიური ხედვა, რაც დასტურდება სასწავლო კურსის ხედვით, ან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელებული სასწავლო კურსით, შესაბამისი მიმართულებით;
5. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით;
6. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).

ასისტენტი

1. არის შესაბამისი მიმართულების დოქტორანტი
2. გააჩნია შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალ (ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან /და მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე
3. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).

წარსადგენი დოკუმენტაციის სია:

1. კონკურსში მონაწილეობის განაცხადი
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი
3. სააპლიკაციო ფორმა
4. 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3X4 ან/და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია
5. უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის (დოქტორთან გათანაბრებული/დოქტორი) დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ის ასლი
6. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების/ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დარგში ან/და მიმართულებაში ან/და სწავლების მეთოდებში მის მიერ არჩეული ვაკანტური მიმართულების შესაბამისად
7. სასწავლო კურსის სილაბუსი ან სილაბუსის გეგმა, იმ სასწავლო კურსისთვის, რომლის წაყვანასაც გეგმავს კონკურსანტი სასწავლო უნივერსიტეტში
8. გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი, (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათისა). შესაბამისი ჟურნალისა და პუბლიკაციის/აბსტრაქტის ბმულების მითითებით. ბეჭდვითი ჟურნალის შემთხვევაში, წარმოსადგენია ჟურნალის პირველი გვერდისა და სარჩევის ქსეროასლი, ასევე ინფორმაცია ჟურნალის რეფერენტების/იმპაქტ ფაქტორის შესახებ;
9. მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე - ბმულის მითითებით (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათისა);
10. საკონკურსო მიმართულების შესაბამისი, ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი. ბეჭდური ჯურნალის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ჟურნალის პირველი გვერდისა და ტექსტის ქსეროასლი. პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, ხოლო სხვა აკადემიური თანამდებობებისთვის - რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია;
11. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არარსებობის შესახებ დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე:

1. საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟის დამადასტურებული დოკუმენტი
3. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)
4. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ
დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე:
1. საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/ კომპონენტის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟის დამადასტურებული დოკუმენტი;
3. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
4. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ.
დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე:

1. სფეროს ორგანიზაციაში/მარეგულირებელში/პროფესიულ ასოციაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ან და დარგის ექსპერტად მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის ასისტენტის აკადემიურ პოზიციაზე:

1. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტის სტატუსის შესახებ, პროგრამის ან/და კვლევის მიმართულების მითითები

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ ზემოთხსენებული დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge არაუგვიანეს 2025 წლის 17 მარტისა.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე