Робота для біженців з України
დელივერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დელივერი
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: დელივერი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის, მისი რეალიზაციის მიზნით.
** სარეალიზაციო საქონლის გადატანა და რეალიზაციის განმახორციელებელი პირების გადაადგილება განსაზღვრული მარშრუტით.
** შეკვეთილი პროდუქციის საწყობიდან მითვლა და სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობისა და სახეობის მიხედვით მისი მიწოდება.
** ავტომობილის ექსპლუატაციისა და კანონმდებლობით დადგენილი მოძრაობის წესების დაცვა.
** პროდუქციის მახასიათებლის ცოდნა.
** სამართავად გადაცემული ავტომობილის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** დამსაქმებლის ხარჯებით ავტომობილის აღჭურვა საწვავ-საპოხი მასალით.
** ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლისას დამსაქმებლის დროულად ინფორმირება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კოორდინირება.
** მენეჯერის მოთხოვნის შემთხვევაში გაწეული სამუშაოს შესახებ წერილობითი ან ზეპირი ანგარიშის წარდგენა.
** ობიექტებიდან თანხის ამოღება.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

საჭირო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება და თბილისის უბნების ცოდნა.
** მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა.

პირობები და ბენეფიტები:

** ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 700 ლარი
** ბონუსი საწყობიდან გატანილი პროდუქციის ღირებულების % (საშ. გამომუშავება 800/1000 ლარი)
** ულიმიტო სასაუბრო დრო.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება ახმედ მელაშვილი ქ №6
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ (შესვენება 1 სთ)
** დასვენება: შაბათი-კვირა.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე Hr.ojakhuri@gmail.com.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე