დასახელება:
მოძრავი მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
ოჯახური
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მოძრავი მერჩენდაიზერი.
ძირითადი მოვალეობები:
** დადგენილი მარშრუტის მიხედვით ობიექტებზე ვიზიტის განხორციელება.
** მაღაზიის მენეჯერებთან მჭიდრო კომუნიკაცია-შეკვეთების ფორმირებაში მონაწილეობა.
** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა, პროდუქციის დროულად და მუდმივად წარმოჩენის გაუმჯობესება.
** თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
** კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა.
** სარეკლამო სტენდების, პალეტების და სხვა აღჭურვილობის, მიღწეული შეთანხმებების და დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად განლაგება.
** პროდუქციის ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა.
** პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება.
** კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი-უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
** პროდუქციის ვადის კონტროლი-FIFO პრინციპით განლაგება.
საჭირო მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** ძლიერი მოტივაცია.
** დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა.
** ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა.
** საკუთარი ავტომობილი
პირობები და ბენეფიტები:
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა.
** ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი.
** ბონუსი-გეგმაზე მიბმული გამომუშავება 1000 ლარიდან ზემოთ.
** ავტომობილის ცვეთა 250 ლარი.
** ყოველკვირეული საწვავი-გაწერილი მარშრუტის მიხედვით.
** ულიმიტო სასაუბრო დრო.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება ახმედ მელაშვილი ქ №6
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ (შესვენება 1 სთ)
** დასვენება: შაბათი-კვირა.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე Hr.ojakhuri@gmail.com.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი 2025 წელი.
|
|
|
|