დასახელება:
პრისელერი
|
მომწოდებელი:
ოჯახური
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პრისელერი.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება.
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
საჭირო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** მართვის მოწმობა.
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა.
** უზრუნველყოფა შეთანხმებით.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდურობა.
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი.
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი.
** ფორს-მაჟორში მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
** შრომისმოყვარეობა.
პირობები და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ხელზე ასაღები 1000 ლარი.
** ბონუსი-გეგმაზე მიბმული გამომუშავება 1000 ლარიდან ზემოთ.
** ავტომობილის ცვეთა 250 ლარი.
** საწვავი-დადგენილი კვირის მარშრუტის შესაბამისად.
** ულიმიტო საუბრო დრო.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება ახმედ მელაშვილი ქ №6
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ (შესვენება 1 სთ)
** დასვენება: შაბათი-კვირა.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე Hr.ojakhuri@gmail.com.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი 2025 წელი.
|
|
|
|