Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საბაგიროზე არსებული დანადგარების და მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური შემოწმება;
** საბაგიროს შემადგენელი დეტალების და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება.
** საბაგირო გზის გეგმიური ტექნიკური მომსახურება.
** ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა.
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების რაციონალური გამოყენება, ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება
** ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია)
** ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას.
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2025 წლის 09 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე