Робота для біженців з України
ჯავშნების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯავშნების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Top Glory Travel
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
ტურისტული კომპანია "Top Glory Travel" აცხადებს ვაკანსიას ჯავშნების წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანია წარმატებით მუშაობს 2017 წლიდან, შემომყვანი ტურიზმის კუთხით.

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო;
** პუნქტუალური, მოწესრიგებული, სტრესულ გარემოში მობილიზებული;
** ენები: ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

მოვალეობები:

** პარტნიორ სასტუმროებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** ელექტრონული ფოსტით შემოსული წერილების კონტროლი და მათზე სწრაფი რეაგირება;
** ახალი პარტნიორების მოძიება;
** ჯავშნების მომზადება.

გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** მაღალ ტურისტულ სეზონზე დამატებითი დროით მუშაობა (დრო განისაზღვრება დატვირთულობიდან გამომდინარე)

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
მუშაობის პერიოდი: 4-6 თვე
მისამართი: თბილისი, წინანდლის ქუჩა N10

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@topglorytravel.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე