Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. ბათუმი
სამუშაო დრო: თავისუფალი გრაფიკი
შესაძლებელია ონლაინ მუშაობა

ანაზღაურება:

** I თვე - 0 ლარი (გაცნობა საქმესთან);
** II თვე - 400 ლარი;
** III თვე - 800 ლარი;
** IV თვიდან - 1500 - 2000 ლარი.

სამსახურებრივი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე (rs.ge) მუშაობა - პირველადი დოკუმენტაციის გამოწერა/დადასტურება და კონტროლი;
** საპენსიო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა სასურველია. MS Excel-ის კარგად ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა.

გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: batumi.acc@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე