Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტელნეტი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "ტელნეტი" აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს სრულ IT მხარდაჭერას კვალიფიციური გუნდის დახმარებით.
კომპანიის წარმატება ეფუძნება, პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებიც სრულიად გაიზიარებენ ჩვენს მიზნებს, სტრატეგიასა და ღირებულებებს. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://telnet.ge/

"ტელნეტი" აცხადებს ვაკანსიას - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

ჯანმრთელობის დაზღვევა
სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ.ბოხუას #4

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესის აუთსორს სერვისის მიმართულების განვითარება;
** კორპორატიული გაყიდვების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება;
** მიზნობრივი ბიზნეს სეგმენტების განსაზღვრა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების და საჭიროებების დადგენა;
** პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრები და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან თანამშრომლობის გზების მუდმივი დახვეწა, მათი საჭიროებების მუდმივი იდენტიფიცირება და გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი;
** აუცილებელია კორპორატული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@telnet.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე