დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ფოთის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი
ანაზღაურება 1500 ₾-დან 3000 ₾-მდე
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების და სადისტრიბუციო ქსელის ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია და თანხის დროულად ამოღება;
** პრომო ღონისძიებებში მონაწილეობა;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ შესაბამისი კადრების მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში. გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი;
** უძრავი ქონების უზრუნველყოფა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით: 595 39 99 93
|
|
|
|