Робота для біженців з України
ანალიტიკოსი კომერციულ გუნდში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი კომერციულ გუნდში
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ანალიტიკოსი კომერციულ გუნდში.

შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 95+ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი,
ანაზღაურება: 1500 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული გუნდის მუშაობის ანალიტიკა;
** მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
** ზუსტი და ეფექტური ანგარიშების შექმნა და წარდგენა შესაბამისი პირებისთვის;
** მონაცემთა ტენდენციების, პოტენციური რისკების იდენტიფიცირება;
** რეპორტინგის სისტემების დანერგვა, განვითარება და მუდმივი გაუმჯობესება.

** მონაცემების/რეპორტების ვიზუალიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესად;
** სასურსათო დარგში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით MC excel-ის.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი;
** კორპორაციული დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით 032 2 185 737 (10:00-დან 18:00-მდე). გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ანალიტიკოსი კომერციულ გუნდში"

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე