დასახელება:
ტენდერი საცხენოსნო ინვენტარის მოწოდებაზე
|
მომწოდებელი:
აფხაზინტერკონტი
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
თანდართული ფაილი:
619298_annex_5664110.zip
|
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს რეგიონები- იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
ორგანიზაციის მისიაა - ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, შეჭირვებულ, იგპ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, ოჯახების, სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას.
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) ახორციელებს მიმდინარე პროექტს, "სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში" ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) გეგმავს ქვეკონტრაქტორის შერჩევას, რომლებიც განახორციელებენ "საცხენოსნო ინვენტარის" მოწოდებას (დამატებითი დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დანართებში).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას სატენდერო წინადადება 2 კონვერტად (დედანი და ასლი), ან ელექტრონულად ელექტრონული ხელმოწერებით ( (საქართველოს კანონი "ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ") შემდეგ ელფოსტის მისამართზე: aicinfo2022@gmail.com), სხვა შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ განიხილება.
წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქული კონვერტით, ქვემოდ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს 2025 წლის 14 მარტის 18:00 საათამდე ან გადმოიგზავნოს ელფოსტის მისამართზე: aicinfo2022@gmail.com ელექტრონული ხელმოწერებით (საქართველოს კანონი "ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ") .
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), ნინოშვილის/დავითაშვილის ქ. #27/2 (ყოფილი 101), ქუთაისი, 4600, საქართველო. დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aicinfo2022@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ქვემოდ მოცემულ ტელეფონებზე არა უგვიანეს 2025 წლის 12 მარტამდე.
საკონტაქტო პირი მობილური: 593 30 79 69 გიორგი ცხვედიანი
(გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს)
დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.
|
|
|
|