დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
დისკაუნტ დეპო
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათი
ანაზღაურება: 1200₾
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის დასაწყობება;
** პროდუქციის აგროვება;
** ტვირთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე;
** ტვირთის დაცლა;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის დალაგება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მითითებული ბმული: https://forms.gle/RPdQhD2znQVsfecy6
ან გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი დისკაუნტ დეპო.
მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისკაუნტ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისკაუნტ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისკაუნტ დეპოსთვის" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|