Робота для біженців з України
სოციალური პროგრამების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური პროგრამების კოორდინატორი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს სოციალური პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და საბაზისო ცოდნა ფსიქოლოგიაში
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** აკადემიური წერის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სასურველია:

** ინგლისური ენის ცოდნა
** კოორდინატორის, ასისტენტის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება;
** პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დაკავშირებული საქმიანობის შესრულება;
** წერილებისა და კორესპონდენციის მომზადება;
** საოფისე საქმიანობის შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა;
** ტრენინგების ჩატარების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მიღება.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:
ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
გასაუბრება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 მარტი

გასაუბრებები ჩატარდება პარალელურად, საბოლოო კანდიდატის შერჩევამდე.
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com. "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599 94 92 15 გვანცა კალანდაძე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე