დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ექსპრეს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 95+ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი,
ანაზღაურება: 2500 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00
ძირითადი მოვალეობები:
** მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
** კატეგორიის გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება;
** ასორტიმენტის ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებისათვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნა;
** კატეგორიის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა;
** გაყიდვების სტიმულირების კუთხით აქციების აქტივობების დაგეგმვა;
** გეგმების ეფექტური შესრულებისა და მაღაზიებში ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება აქციებისა და კომერციული პირობების შესახებ;
** რეპორტინგის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურსათო დარგში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** Apex-ში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთ.
** კორპორატიული დაზღვევა.
** კორპორატიული ნომერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით 032 2 185 737 (10:00-დან 18:00-მდე). გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი".
შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
|
|
|
|