დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
კრომბახერი
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
კრომბახერი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი ქ.ქუთაისი წმინდა ნინოს ქ . 18
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება მენიუს შესახებ;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კვებას
** დღის ბოლოს ტრანსპორტირებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ. მისამართზე: kuprashvilivika10@gmail.com
|
|
|
|