Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** 0.38/0.22კვ. ქსელში მუშაობის გამოცდილება (6/10კვ. ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი ფუნქციები:

** ქსელის მონტაჟი;
** 6/10კვ. და 0.38/0.22კვ. ქსელში გადართვების მანიპულაციები;
** არსებული ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია;
** საჭირო დამცავი აღჭურვილობებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენება;
** უსაფრთხოების ნორმების და შიდა სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 10.04.2025-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე