დასახელება:
შერჩევების უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გორგია
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტში, შერჩევების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ფუნქცია მოვალეობები:
** გასაუბრებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
** ვაკანსიის განაცხადის მომზადება და განთავსება;
** კანდიდატებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** ციფრული არხების გამოყენებით აპლიკანტების მოძიება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ;
** 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (C1);
** MS Office - ის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge
მნიშვნელოვანია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge)
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|