Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=619223&print=yes&view=jobs
 
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 24 მარტი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის ვაკანსიას რუსთავის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის, მოცულობის, ვადების გეგმის შესაბამისად შესრულების კონტროლს;
** სამეურნეო მომსახურების უზრუნველყოფა სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესაბამისად;
** კლინიკის ექსტერიერსა და ინტერიერზე მუდმივი კონტროლი და წარმოქმნილი პრობლემის დროული ლიკვიდაცია;
** მუდმივი კონტროლი ავტომანქანებზე, მათ გამართულობაზე, არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი, ვ.მესხიშვილის N3ა
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24/05/2025.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია