Робота для біженців з України
სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალისტი
მომწოდებელი: მეტროლოგი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "მეტროლოგი" აცხადებს კონკურსს სპეციალისტის ვაკანსიაზე.

სამუშაო: სრული განაკვეთი, 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191. პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.

სპეციალისტის მიმართ მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით;
** მუშაობის გამოცდილება - სასურველია გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.

პირადი თვისებები:

** კომუნიკაბელური, უკონფლიქტო, განვითარებაზე ორიენტირებული. წესრიგის მოყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ხელსაწყოების, გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით;
** შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, კომპიუტერის საშუალებით დადგენილი ფორმის დოკუმენტების აწყობა;
** სხვადასხვა ენაზე არსებული ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა

ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება შესასრულებელი საქმიანობის შესწავლა.

მართვის მოწმობა - გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა. ასევე, რა ენებს ფლობთ და რა დონეზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com.

გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე