Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=619191&print=yes&view=jobs
 
დირექტორის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: რეინვესტი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"Reinvest Georgia", საინვესტიციო უძრავი ქონების კომპანია ბათუმში, ეძებს ძალიან ორგანიზებულ და პროაქტიულ პირად ასისტენტს დირექტორის მხარდასაჭერად.

იდეალურ კანდიდატს ექნება გამოცდილება გაყიდვებში და კომუნიკაციებში, ადმინისტრაციულ საკითხებში, უნდა იყოს ორგანიზებული გარემოს მოყვარული.

სამუშაო პირობები:

** ხელფასი: 800 ლარი (NET) + ბონუსი (საშუალოდ თვეში 1000-1300 ლარი ჯამურად პროდუქტიულობის მიხედვით).
** სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00
** სამუშაო დღეები: ორშ-პარ

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის დახმარება ყოველდღიური დავალებების შესრულებაში, მათ შორის ელ-ფოსტის, სატელეფონო ზარების და შეხვედრების დაგეგმვაში.
** ქონებების მესაკუთრეებთან და მყიდველებთან სატელეფონო კომუნიკაცია დეტალების დასაზუსტებლად და ინფორმაციის დასაორგანიზებელად.
** ადმინისტრაციულ საკითხებთან გამკლავება, მათ შორის მონაცემების დაორგანიზება და ფაილების მართვა.
** დირექტორისთვის შეხვედრების, მნიშვნელოვანი ვადების კალენდარში ჩანიშვნა და შეხსენება.
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირება ადმინისტრაციული დავალებების შესასრულებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ორგანიზაციული და დროის მართვის ძლიერი უნარები
** კომუნიკაცია როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური
** დამოუკიდებლად და პროაქტიულად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

რატომ უნდა გახდე "Reinvest"-ის გუნდის ნაწილი:

** მეგობრული, მხარდამჭერი გუნდი
** ზრდაზე ორიენტირებული თანამშრომლები
** თანამედროვე მიდგომებით მომუშავე კომპანია
** საბონუსე სისტემა, რომელიც მუშაობის ხარისხზეა მიბმული
** პოზიციის შესაბამისი ტრენინგების დაფინანსება

კომპანიის გაცნობა შეგიძლია ჩვენს გვერდებზე: https://www.facebook.com/ReinvestGeorgia

რეზიუმე და საინტერესო ინფორმაცია შენs შესახებ ამ ლინკის მეშვეობით გაგვიზიარე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSegw-MnYFDurlnWLe7QNOpjy-GrqFevVp2QcMDzsJaxyBdkIA/viewform
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია