Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 08 მარტი / ბოლო ვადა: 08 აპრილი
"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო ანგარიშ (ებ)ზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ყოველდღიურად ხელმძღვანელებისათვის;
** საოპერაციო გადარიცხვების მომზადება საბუღალტრო პროგრამა Oris-ში და ბანკთან ინტეგრირება;
** ანაზღაურებული ზარალების გადახდების ასახვა სადაზღვევო პროგრამაში;
** ხელფასების მომზადება შესაბამისი განყოფილებების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და სახელფასო უწყისის ფორმირება საბუღალტრო პროგრამა Oris-ში;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა საჭიროების მიხედვით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება (ფინანსურ სფეროში);
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე