დასახელება:
უმცროსი საკრედიტო ოფიცერი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 08 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი საკრედიტო ოფიცერი.
სამუშაო ადგილი: თერჯოლა
განაკვეთი: არასტანდარტული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 24 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებაში მონაწილეობა;
** განაცხადის შევსების უზრუნველყოფა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
** შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 16 მარტის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული თანდართული სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|