Робота для біженців з України
HTML/CSS/Javacript/Angular ლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HTML/CSS/Javacript/Angular ლექტორი
მომწოდებელი: IT Academy STEP
გამოქვეყნდა: 08 მარტი / ბოლო ვადა: 08 აპრილი
"IT Academy STEP" აცხადებს ვაკანსიას HTML/CSS/Javacript/Angular ლექტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი. ალ. ყაზბეგის 34/34 ბ
სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური (ლექციებიდან გამომდინარე);

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლექციების ჩატარება
** სასწავლო პროცესის განახლება/ეფექტურად წარმართვა
** სტუდენტებთან და მშობლებთან (საკონტაქტო პირთან) მუდმივი უკუკავშირი სასწავლო პროცესის შეფასების და გაუმჯობესების მიზნით
** სტუდენტთა შეფასება, საუკეთესო სტუდენტის მონაცემების მიწოდება კარიერული განვითარების სამსახურთან დასაქმების მიზნით
** აკადემიაში მიმდინარე სხვა სამუშაო პროცესებში აქტიური მონაწილეობა

პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები:

** HTML/CSS/Javacript - პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** HTML5/CSS3 MarkUp ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** Bootstrap ის ბიბლიოთეკის ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
** Ajax, TypeScript-ის ცოდნა
** Angular-ის ცოდნა
** Version Control სისტემებთან სამუშაო გამოცდილება როგორიცაა Git
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@itstep.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

"IT Academy STEP" ("აიტი აკადემია სტეპში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "IT Academy STEP" ("აიტი აკადემია სტეპის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე