დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Brim Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
"Brim Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სასტუმრო მოიცავს: 52 ნომერს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 (ავლაბარი)
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციისა და მენიუს შესახებ;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება და პირობები:
900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი
პროფესიული ტრენინგები
კვება
უნიფორმა
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი - 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@brimtbilisi.com / 0322 12 00 12
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სასტუმრო Brim Tbilisi გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|