დასახელება:
1C პროგრამის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კოლორპაკი
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
"კოლორ პაკი" არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. "კოლორ პაკის" მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.
გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!
"კოლორ პაკი" გეძებს შენ 1C პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** 1c პროგრამაში საბუღალტრო/ფინანსური ინფორმაციის შეყვანა;
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური, ფინანსები);
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის ქ. N3
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@colorgroup.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|