Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ლიდერი - TKT.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ლიდერი - TKT.ge
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას TKT.ge-ის Customer Support Team Lead-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00

შენი როლი "თინეთში":

** დასახული გეგმის შესრულება, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** გუნდის წევრების მიერ განხორციელებული ზარებისა და ჩატის მონიტორინგი. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა გუნდთან;
** ყოველკვირეული რეპორტის მომზადება, გუნდის წევრების განხორციელებული ზარების, ჩატის, ტექნიკური ხარვეზისა თუ რისკების შესახებ;
** სამუშაო გრაფიკის შედგენა მომხმარებელთა მხარდამჭერის სპეციალისტებისთვის;
** ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირება, სმს ან მეილინგის მეშვეობით, თანხის დაბრუნება შიდა სოფტიდან;
** საოპერაციო და ტექ. გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია ნებისმიერი სიახლისა თუ სხვა ინფორმაციის მიღების მიზნით; პროდუქტის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება გუნდის წევრებისთვის;

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გაქვს გუნდის მართვის გამოცდილება;
** ფლობ ინგლისურ ენას;

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე